სოფელ ახაშენში ხანძარისას ორი წლის გოგონა დაიღუპა

15:11, 29.06.2018

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში ხანძარს ორი წლის გოგონა ემსხვერპლა.

ორსართულიან სახლს ცეცხლი გაუჩნდა. სახლში ორი მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა, ერთი ბავშვის გამოყვანა მოხერხდა.

ადგილზე სახანძრო სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები და სამართალდამცავები იმყოფებიან.

მსგავსი