სოფელ ახალსოფლის ტყეში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება
სოფელ ახალსოფლის ტყეში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები კვლავ გრძელდება.

ადგილზე მობილიზებულია 80-მდე მეხანძრე მაშველი, რომელებიც მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურად ახორციელებდნენ ცალკეული კერების დამუშავებას და როგორც საგანგებო შტაბში აცხადებენ, ამ დროისათვის ცეცხლის ღია კერები აღარ შეინიშნება.

სიტუაცია სტაბილურია და სალიკვიდაციო სამუშაოებში ავიაცია აღარ მონაწილეობს. ადგილზე კვლავ რჩება თავდაცვის სამინისტროს მძიმე ტექნიკა, რომელიც ხანძრის ქრობაში მეხანძრე მაშველებს წყლით ამარაგებს.