სოფელ აღაიანთან ერთმანეთს ხუთი ავტომობილი შეეჯახა, დაშავებულია ორი ადამიანი
სოფელ აღაიანთან ერთმანეთს ხუთი ავტომობილი შეეჯახა, დაშავებულია ორი ადამიანი

ხუთი ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანთან.

ხუთივე ავტომანქანა ცენტრალურ მაგისტრალზე აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრაობდა.

შემთხვევის შედეგად, მსუბუქი დაზიანება მიიღო ორმა ადამიანმა. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ორივე კასპის საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.