აბასთუმანში ხანძარია

17:19, 25.04.2018

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ აბასთუმნის ტყეში ხანძარია.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, შემთხვევის ადგილზე უკვე გასულია სახნაძრო-სამაშველო სამსახური.

ამასთან, უცნობია, რა ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული.

 

მსგავსი