სოციოლოგიური კვლევის თანახმად, უნგრეთში ვიქტორ ორბანი პოპულარობით მესამე ადგილზეა, ხოლო პირველ ადგილს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პეტერ მადიარი იკავებს
Budapest, 2024. december 21. Orbán Viktor miniszterelnök évzáró nemzetközi sajtótájékoztatót tart a Karmelita kolostorban 2024. december 21-én. MTI/Máthé Zoltán
უნგრეთში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგად ირკვევა, რომ გამოკითხულთა დიდ ნაწილში განსაკუთრებული პოპულარობით ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პეტერ მადიარი სარგებლობს. ინფორმაციას ამის შესახებ უნგრული მედია ავრცელებს.
მადიარს მხარს გამოკითხულთა 39% უჭერს. პოპულარობით მეორე ადგილზე დამოუკიდებელი დეპუტატი აკოს ჰადაზია 32%-ით, ხოლო უნგრეთის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მესამე ადგილზეა 31%-ით .
რესპონდენტებს ასევე ჰკითხეს, თუ ვინ სურდათ პრემიერ-მინისტრად, ვიქტორ ორბანი თუ პეტერ მადიარი. გამოკითხულთა 37 %-ის აზრით, მთავრობის მეთაურად მადიარს განიხილავენ, ხოლო ორბანის პრემიერ-მინისტრობას 33% უჭერს მხარს.
მომდევნო საპარლამენტო არჩევნები უნგრეთში 2026 წელს გაიმართება.
ოპოზიციონერმა მადიარმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ უკრაინას არ აქვს შანსი, გახდეს ევროკავშირის წევრი „მომავალი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში“.