სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, უკრაინის არჩევნების მეორე ტურში ვლადიმირ ზელენსკი 71 პროცენტს, ხოლო პეტრო პოროშენკო 29 პროცენტს მიიღებს
სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, უკრაინის არჩევნების მეორე ტურში ვლადიმირ ზელენსკი 71 პროცენტს, ხოლო პეტრო პოროშენკო 29 პროცენტს მიიღებს

უკრაინულმა კვლევითმა ორგანიზაცია „რეიტინგმა“ უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით კვლევა ჩაატარა.

შედეგების მიხედვით, არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა 71 პროცენტი ხმას აძლევს ვლადიმირ ზელენსკის, ხოლო გამოკითხულთა 29 პროცენტი –  პეტრო პოროშენკოს. ამასთან, კვლევის მიხედვით, ზელენსკი იგებს ყველა ასაკობრივ ჯგუფსა და რეგიონში.

კერძოდ, გამოკითხვის თანახმად, არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა 51 პროცენტი – ზელენსკის, 21 პროცენტი პოროშენკოს მისცემს ხმა, 18 პროცენტს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, თუ ვის მისცემს ხმას, 10 პროცენტი კი არჩევნებზე არ აპირებს წასვლას. ამავე დროს, იმ რესპონდენტთა შორის, ვინც არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს, 61 პროცენტი ზელენსკის აძლევს ხმას, ხოლო 24 პროცენტი – პოროშენკოს, 15 პროცენტს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. იმ რესპონდენტებს შორის კი, რომლებიც არჩევნებზე მისვლასაც გეგმავენ და გადაწყვეტილებაც აქვთ მიღებული, 71 პროცენტი ზელენსკის აძლევს ხმას, 29 პროცენტი კი – პოროშენკოს.

ამავე კვლევის თანახმად, რესპონდენტთა 83% მიიჩნევს, რომ უკრაინას რადიკალური ცვლილებები სჭირდება, ხოლო გამოკითხულთა 52% ელოდება, რომ ქვეყანაში მდგომარეობა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გაუმჯობესდება.

კვლევა 5-10 აპრილს ჩატარდა. უკრაინული კვლევითი ორგანიზაცია „რეიტინგი“ 2008 წელს არის დაფუძნებული.

დატოვე კომენტარი