სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, პოლონეთში გამოკითხულთა უმეტესობა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგია

12:07, 29.07.2026

პოლონეთში გამოკითხულთა უმეტესობა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგია. რესპონდენტთა 52% უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგია, 33% კი – მომხრე.

კომპანია Opinia24-ის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, გამოკითხულ პოლონელთა 44% მიიჩნევს, რომ ვარშავამ სამხედრო დახმარება უნდა შეუჩეროს უკრაინას „უკრაინის მეამბოხეების არმიის“ გარშემო ისტორიული საკითხების გამო, 41% კი დარწმუნებულია, რომ მხარდაჭერის გაგრძელება საჭიროა.

ასევე გამოკითხულთა უმეტესობა, 55% მხარს უჭერს პრეზიდენტ კაროლ ნავროცკის გადაწყვეტილებას, „თეთრი არწივის“ ორდენი ჩამოართვან პრეზიდენტ ზელენსკის, 27% კი ამის წინააღმდეგია.

გამოკითხვამ ასევე გამოავლინა პოლონელებსა და უკრაინელებს შორის ურთიერთობების გაუარესება. რესპონდენტთა 36% აცხადებს, რომ ომის დაწყების შემდეგ ურთიერთობა გაუარესდა.

ყველაზე დიდი კონსენსუსი კი ომის დასრულების შემდეგ უკრაინაში პოლონელი სამხედროების გაგზავნასთან დაკავშირებულ საკითხზეა. გამოკითხულთა 65% უკრაინაში სამხედროების გაგზავნის წინააღმდეგია, ამ იდეას მხოლოდ 18% უჭერს მხარს.

სოციოლოგიური გამოკითხვა 13-15 ივლისს ჩატარდა და მასში პოლონეთის 1000-მა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა.

მსგავსი