სოციოლოგიური კვლევებით, რეჯეფ ტაიპ ერდოღანსა და მმართველ პარტიას მოსახლეობის 45% უჭერს მხარს
სოციოლოგიური კვლევებით, რეჯეფ ტაიპ ერდოღანსა და მმართველ პარტიას მოსახლეობის 45% უჭერს მხარს

სოციოლოგიური კვლევების თანახმად, რეჯეფ ტაიპ ერდოღანსა და მმართველ პარტიას მოსახლეობის 45% უჭერს მხარს.

დასავლური მედია წერს, რომ 24 ივნისის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის ერდოღანს სავარაუდოდ მძიმე ბრძოლა მოუწევს.

კვლევის თანახმად, მმართველ “სამართლიანობისა და განვითარების პარტიისა“ და „ნაციონალისტური პარტიის“ კოალიციას მოსახლეობის 45.6% უჭერს მხარს, ოპოზიციური „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“, „კარგი პარტიისა“ და “სიხარულის პარტიის“ კოალიციას 39.9%, „სახალხო დემოკრატიულ პარტიას“ კი 13.6%.

რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებში გამოკითხვას, მოქმედ პრეზიდენტს ნდობას მოსახლეობის 44.5% უცხადებს, „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელ, მუჰარემ ინჯეს 29%, „კარგი პარტიის“ ლიდერს, მერალ აკშენერს, 14.5%, “სახალხო დემოკრატიული პარტიის“ წევრს, სალაჰათთინ დემირტაშს 9.3%.

გამოკითხვების შესაბამისად, თურქეთში სავარაუდოდ მეორე ტური გაიმართება და მმართველი პარტია პარლამენტში უმრავლესობას დაკარგავს.

წინასაარჩევნო პერიოდში, თურქული ლირა მნიშვნელოვნად დასუსტდა, ინფლაცია კი გაიზარდა. თურქეთის მოსახლეობის აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ეკონომიკაა.