სოციოლოგიური გამოკითხვებით, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ისტორიაში პირველად გერმანიის ყველაზე პოპულარული პარტია გახდა

20:22, 09.04.2025

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ ისტორიაში პირველად გერმანიის ყველაზე პოპულარული პარტია გახდა.

გერმანული მედიის ინფორმაციით, სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, პარტიას 25-პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს, რაც სამი პროცენტით მეტია წინა გამოკითხვებთან შედარებით.

„ქრისტიან დემოკრატიული კავშირის“ და „ქრისტიან სოციალური კავშირის“ ალიანსის მხარდაჭერა ხუთი პროცენტით არის შემცირებული და ახლა მათ ალიანსს 24 პროცენტი აქვთ. „იფსოსის“ კვლევის მიხედვით, „სოციალ-დემოკრატიულ პარტიას“ კვლავ უფლებამოსილი ამომრჩევლის 15 პროცენტი უჭერს მხარს. ერთი პროცენტით შემცირდა „მწვანეების“ მხარდაჭერა და ახლა პარტიას 11 პროცენტი აქვს.

მსგავსი