„ფეისბუქმა“ რამდენიმე ულტრამემარჯვენე აქტივისტის გვერდი დაბლოკა
„ფეისბუქმა“ რამდენიმე ულტრამემარჯვენე აქტივისტის გვერდი დაბლოკა

სოციალურმა ქსელმა „ფეისბუქმა“ რამდენიმე ულტრამემარჯვენე აქტივისტის გვერდი დაბლოკა. მათ შორისაა ცნობილი ამერიკელი რადიოჟურნალისტი ალექს ჯონსი, ბრიტანელი ულტრამემარჯვენე მწერალი მაილო იანოპულოსი, ასევე რადიკალური ორგანიზაციის ლიდერი „ისლამის ნაცია“ ლუის ფარაჰანი.

იანოპულოსი გამოირჩევა რასისტული და ქალთმოძულე განცხადებებით, ფარაჰანს კი ხშირად ანტისემიტიმზში ადანაშაულებენ.

რაც შეეხება ამერიკელ ჟურნალისტს ალექს ჯონსს, მისი გვერდი „ფეისბუქში“ დროებით დაბლოკილი იყო 2018 წელსაც. ამის მიზეზი მისი ძალადობრივი, ანტიმუსლიმური, ჰომოფობიური განცხადებები გახდა. ზემოთ ჩამოთვლილი პირების ვებგვერდები წაშლილია როგორც „ფეისბუქში“, ასევე „ინსტაგრამში“, რომელიც ასევე კომპანია „ფეისბუქს“ ეკუთვნის.

სოციალური ქსელის განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კომპანია ბლოკავს იმ პირებისა და ორგანიზაციების გვერდებს, რომლებიც ძალადობასა და სიძულვილს უჭერენ მხარს.