„სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ წინასაარჩევნო პერიოდში ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების საჭიროებებზე სამუშაო შეხვედრა გამართა
„სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ წინასაარჩევნო პერიოდში ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების საჭიროებებზე სამუშაო შეხვედრა გამართა

„სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ წინასაარჩევნო პერიოდში არადომინანტური ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების საჭიროებებსა და გამოწვევებზე სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე აღნიშნულ საკითხებზე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან და სხვადახვა ექსპერტთან ერთად იმსჯელეს. მიზანი პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგში ამ ჯგუფების საჭიროებების, წუხილების და გამოწვევების ასახვის ხელშეწყობა და ამ თემაზე დისკუსიების სივრცეების გაჩენა იყო.

„პოლიტიკური ელიტა ხშირად ჩაკეტილია არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების მიმართ და არაინკლუზიურია. განსაკუთრებით ახალგაზრდა აქტივისტების მიმართ, რომლებსაც გარკვეულწილად ცვლილებები მოაქვთ და ტრანსფორმაციული პროცესები დაიწყეს რეალურად თემის შიგნით, ეს იქნება აჭარა თუ ქვემო ქართლი. მნიშვნელოვანია, პოლიტიკურმა ელიტამ კარგად დაინახოს, რა ცვლილებებია და ამას საკუთარი გადაწყვეტილებებით და პლატფორმების გახსნით უპასუხოს“, – განაცხადა „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ წარმომადგენელმა, ქამრა მამედლიმ.