სოციალური ქსელის საშუალებით, არასრულწლოვანი გოგონას თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა
სოციალური ქსელის საშუალებით, არასრულწლოვანი გოგონას თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა

თავდაპირველად, 1996 წელს დაბადებულ მ.თ.-ს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით წაუყენეს ბრალი, რაც 2-დან 4-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.

შსს-ს ცნობით, ამ დროისთვის, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანისა და ასევე 141-ე მუხლის პირველი ნაწილით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტზე.

ბრალდებული შსს-მ ოზურგეთში დააკავა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მცხოვრები, 2002 წელს დაბადებული ნ.ბ. სოციალური ქსელის – „ფეისბუქის“ საშუალებით გაიცნო. მ.თ.-ს გოგონასთან გარკვეული დროის განმავლობაში, ამავე ქსელის მეშვეობით, მიმოწერა ჰქონდა.

მოგვიანებით, ბრალდებული ნ.ბ.-ს აღნიშნული მიმოწერის მისივე მშობლებისთვის გაგზავნით დაემუქრა, რის შედეგადაც არასრულწლოვანი გოგონა ინტიმური ხასიათის ფოტოსურათებისა და ვიდეოკადრების გადაღებასა და გაგზავნაზე დაითანხმა. მას შემდეგ, რაც ნ.ბ.-მ გადაღებული ფოტოები და ვიდეომასალა გადაუგზავნა, ბრალდებულმა გოგონას დაშანტაჟება დაიწყო, რის გამოც ამ უკანასკნელმა საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში თავი ჩამოიხრჩო.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი