სოციალური დისტანცია გერმანულ ფეხბურთში და 37 უპასუხო გოლი ერთ მატჩში
სოციალური დისტანცია გერმანულ ფეხბურთში და 37 უპასუხო გოლი ერთ მატჩში

გერმანიის დაბალ დივიზონში მოასპარეზე გუნდებს შორის უცნაური მატჩი გაიმართა, რომელიც ასევე უჩვეულო ანგარიშით დასრულდა.

„ჰოლდენშტადტმა“ „რიპდორფს“ უმასპინძლა და 37:0 დაამარცხა.

მატჩამდე ერთი დღით ადრე გაირკვა, რომ „ჰოლდენშტადტის“ ფეხბურთელებს კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანთან ჰქონდათ კონტაქტი და მოწინააღმდეგე გუნდმა შეხვედრის გადატანა მოითხოვა, – იუწყება  Goal. „რიპდორფის“ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და მატჩი მაინც გაიმართა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში კლუბს სოლიდური ჯარიმის გადახდა დაეკისრებოდა.

„რიპდორფის“ ფეხბურთელებმა გადაწყვიტეს, რომ პროტესტის ნიშნად, მოედანზე სოციალური დისტანცია დაეცვათ და მეტოქეებს ახლოს არ გაკარებოდნენ. „ჰოლდენშდადტის“ მოთამაშეებმა მოწინააღმდეგეს სოლიდარობა არ გამოუცხადეს, გამუდმებით იერიშზე გადადიოდნენ და განზე მდგარ სტუმრებს 37 უპასუხო ბურთი გაუტანეს.