სოციალურად დაუცველმა ალუაშვილების ოჯახმა კახა კალაძის ნაჩუქარი ბინა ოფიციალურად გადაიფორმა

17:25, 18.12.2020

სოციალურად დაუცველმა ალუაშვილების ოჯახმა ბინა ოფიციალურად გადაიფორმა. ოთხოთახიანი ბინა ვარკეთილში მდეობარეობს.

მამა-შვილ ალუაშვილების ფოტო რამდენიმე დღის გავრცელდა. ფოტო ე.წ. აფრიკის დასახლებაში იყო გადაღებული, სადაც უკანონო შენობა-ნაგებობების დემონტაჟი ხორიელდებოდა.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ მამა-შვილის კუთვნილი შენობა-ნაგებობაც დაანგრიეს, რაც არასწორი აღმოჩნდა. იმავე საღამოს კახა კალაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახს ბინას აჩუქებს.

მსგავსი