სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

საქმე ეხება ვიდეომასალას, სადაც ჩანს, რომ ძაღლს ავტომობილმა გადაუარა, შემდეგ კი ტერიტორია უკუსვლით დატოვა.

როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.