სოციალურ ქსელში დღეს გავრცელებულ ვიდეოზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
სოციალურ ქსელში დღეს გავრცელებულ ვიდეოზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, – ამის შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა დაადგინეს ვიდეოში დაფიქსირებული არასრულწლოვანი. დადგენილია ის პირიც, ვინც სოციალურ ქსელში ვიდეო ატვირთა, რომელიც, ასევე, არასრულწლოვანია.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა, მიმდინარე წლის 20 აპრილს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 140-ე და 157-ე პრიმა მუხლების მეორე ნაწილებით დაიწყო. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ აღნიშნული ვიდეო YouTube-ზე 2017 წლის სექტემბერში აიტვირთა, თუმცა სოციალურ ქსელში მიმდინარე წლის 20 აპრილს გავრცელდა. სამართალდამცველებმა დაადგინეს ვიდეოში დაფიქსირებული არასრულწლოვანი. დადგენილია ის პირიც, ვინც სოციალურ ქსელში ვიდეო ატვირთა, რომელიც, ასევე, არასრულწლოვანია. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ორივე არასრულწლოვანი ერთი სკოლის მეშვიდე-მერვე კლასების მოსწავლეა.

დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები“, – აცხადებენ შსს-ში.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც არასრულწლოვნები თანატოლს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ და ვიდეოს თავად იღებენ.