სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სანდრა რულოვსმა უმცროს შვილთან ერთად საქართველო დატოვა
სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სანდრა რულოვსმა უმცროს შვილთან ერთად საქართველო დატოვა

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მეუღლემ, სანდრა რულოვსმა უმცროს შვილთან ერთად საქართველო დატოვა.

სოციალურ ქსელში ასევე ვრცელდება სანდრა რულოვსის ფოტო, რომელიც თვითმფრინავშია გადაღებული.

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, სანდრა რულოვსი საქართველოში იმყოფებოდა, მან საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მიიღო მონაწილეობა. სანდრა რულოვსმა მთაწმინდაზე, 27-ე უბანზე მისცა ხმა.