სოციალურ ქსელებში პოპულარულია ვიდეო, როგორ გაწმინდა ნიდერლანდების პრემიერმა დაღვრილი ყავა
ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ მარკ რუტეს ყავის ჭიქა პარლამენტის შენობაში შესვლისას დაუვარდა. მან ბოდიში მოიხადა და საკუთარი შეცდომა თავადვე გამოასწორა.
სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ მარკ რუტემ თავად მოითხოვა ტილო და იატაკზე დაღვრილი ყავა გაწმინდა. ამას პარლამენტის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლთა აპლოდისმენტები მოჰყვა.
ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის ამ საქციელის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელებში სწრაფად გავრცელდა. ის მილიონობით ადამიანმა ნახა.