სოჭში დღეს ანგელა მერკელი ვლადიმერ პუტინს შეხვდება

15:25, 18.05.2018

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი დღეს სოჭში, რუსეთის პრეზიდენტს შეხვდება. ორი ქვეყნის ლიდერები ირანის შეთანხმებაზე, სირიის ომზე და უკრაინის საკითხის დარეგულირებაზე ისაუბრებენ.

რუსეთში გამგზავრებამდე, მერკელმა განაცხადა, რომ პუტინთან შეხვედრაზე აშშ-ის სანქციებზე საუბარი არ იქნება.

საერთაშორისო საკითხების პარალელურად, ლიდერები ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს განიხილავენ და გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკად 2“-ზე გაამახვილებენ ყურადღებას.

მსგავსი