სოჭის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავზე ცეცხლის გაჩენის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი დაშავდა
სოჭის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავზე ცეცხლის გაჩენის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი დაშავდა

სოჭის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავზე ცეცხლის გაჩენის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი დაშავდა. ამის შესახებ რუსული მედია, სოჭის აეროპორტის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება.

მათი ცნობით, აეროპორტის თანამშრომელი ინციდენტის დროს, ოპერატიული სამუშაოების ჩატარების დროს დაიღუპა. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი გულის შეტევაა.

ციმბირული ავიაკომპანია “Utair-ის კუთვნილი ბოინგ 737 მოსკოვი-სოჭის რეისის შესრულების დროს, სოჭის საერთაშორისო აეროპორტში ავარიულად დაეშვა და ცეცხლი გაუჩნდა.

ინციდენტის დროს ბორტზე ეკიპაჟის ექვსი წევრი და 164 მგზავრი იმყოფებოდნენ. როგორც თვითმხილველები ყვებიან, სამგზავრო თვითმფრინავი ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა, ჯებირს დაეჯახა და მდინარეში ჩავარდა. ინციდენტის მიზეზი ჯერ უცნობია.