Socca მსოფლიო ჩემპიონატი | საქართველოს მასტერლიგის ნაკრები 1/16-ფინალშია #1TVSPORT
Socca მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მე-2 მატჩში, საქართველოს მასტერ ლიგის ნაკრებმა ლიბანის გუნდი ურთულეს ბრძოლაში 4:2 დაამარცხა და პლეიოფის საგზური მოიპოვა.
ლიბანი მე-17 წუთზე მუჰამედ ელზეინის გოლით დაწინაურდა და პირველი ტაიმი ასევე დასრულდა. მეორე ნახევარში ლიბანის ნაკრებმა მეორეც გაიტანა – თავი ისა ისამ გამოიჩინა.
საქართველოს ნაკრებმა ასეთ რთულ ვითარებაში ბოლომდე იბრძოლა და ეს დაუფასდა. 28-ე წუთზე თამაზ ვახანიამ სხვაობა შეამცირა. სამ წუთში კი გიორგი ჯინიკაშვილმა ჯერ წონასწორობა აღადგინა, ხოლო 36-ე წუთზე დუბლი შეასრულა და საქართველო წინ გაიყვანა, საბოლოო ანგარიში ლაშა ჟღენტმა 38-ე წუთზე დააფიქსირა – 4:2.
საქართველოს მასტერ ლიგის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე ორიდან ორი მოგება აქვს და, ბოლო ტურის შედეგის მიუხედავად, 1/16-ფინალში ითამაშებს.
ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩს ჩვენი გუნდი 1-ელ სექტემბერს უკრაინასთან გამართავს, რომელსაც ასევე 6 ქულა აქვს, მაგრამ ბურთების უკეთესი სხვაობით პირველ ადგილზეა.