დასრულდა შეჯიბრი პარალელურ გიგანტურ სლალომში სნოუბორდებზე. მამაკაცებს შორის გამარჯვებული შვეიცარიელი ნევინ გალმარინი გახდა, ვერცხლის მედალი სამხრეთკორეელმა სანგო ლიმ მოიპოვა, ბრინჯაო კი სლოვენიელ ზან კოსირს ხვდა წილად.
შეჯიბრების ფორმატის მიხედვით, ბრინჯაოს ფინალი და ოქროს ფინალი ცალ-ცალკე გაიმართა. პირველში ზან კოსირმა ფრანგი სილვენ დუფური დაამარცხა, ოლიმპიურ ჩემპიონობისთვის ბრძოლაში კი გალმარინიმ სანგო ლის აჯობა.
ოლიმპიადის რეპორტაჟების ხილვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე პირველი არხი / მეორე არხი (მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე)
ყველაფერი ოლიმპიადის შესახებ იხილეთ ბმულზე