სნოუბორდი – აშშ–მა მეორე ოქრო მოიპოვა
სნოუბორდი – აშშ–მა მეორე ოქრო მოიპოვა

ოლიმპიადის მესამე დღეს მედლების მეორე კომპლექტი სნოუბორდში გათამაშდა – ქალებმა საუკეთესო გამოავლინეს დისციპლინა სლოუპსტაილში.

ოთხი წლის წინ სოჭში მოპოვებული ჩემპიონობა შეინარჩუნა ამერიკელმა ჯეიმი ანდერსონმა. მეორე ცდაზე მან 83.0 ქულა აიღო და კანადელ ლორი ბლუინსა (76.33) და ფინელ ენი რუკაიარვის (75.38) გაუსწრო. მათ, შესაბამისად, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

პიონჩანგში უამინდობა სნოუბორდსაც შეეხო – სლოუპსტაილის სტარტი რამდენიმეჯერ გადაიდო.

ოლიმპიადის რეპორტაჟების ხილვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე პირველი არხი / მეორე არხი (მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე)

ყველაფერი ოლიმპიადის შესახებ იხილეთ ბმულზე