სმოლენსკის ტრაგედიიდან 10 წელი გავიდა
სმოლენსკის ტრაგედიიდან 10 წელი გავიდა

სმოლენსკის ტრაგედიიდან 10 წელი გავიდა. დღეს პოლონეთში სამგლოვიარო ღონისძიებები იმართება. კორონავირუსის პანდემიის გამო მემორიალური ღონისძიებები შეზღუდულად გაიმართება.

2010 წლის 10 აპრილს რუსეთის ქალაქ სმოლენსკთან საპრეზიდენტო ავიალაინერი „ტუ-154“ ჩამოვარდა, რომლის ბორტზე პოლონეთის სამთავრობო დელეგაცია იმყოფებოდა.

პოლონეთის მთავრობის წევრები, პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ხელმძღვანელობით, სმოლენსკში კატინის ტრაგედიისადმი მიძღვნილ სამგლოვიარო ღონისძიებაზე დასასწრებად მიემგზავრებოდნენ.

ავაიაკტასტროფის შედეგად დაიღუპა ბორტზე მყოფი 96-ივე პირი. მათ შორის პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი  და მისი მეუღლე მარია კაჩინსკი.

2011 წლის იანვარში სახლემწიფოთაშორისმა საავიაციო კომიტეტმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმადაც, პოლონეთის სამთავრობო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ძირითად მიზეზად ცუდ მეტეოროლოგიურ პირობებში მფრინავის მიერ დაშვებული შეცდომა დასახელდა.

პოლონეთის კომისიამ მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ეჟი მილერის ხელმძღვანელობით ასევე დაადგინა, რომ კატასტროფა რამდენიმე ფაქტორმა გამოიწვია: მფრინავის შეცდომა, რუსი დისპეტჩერების არადროული მითითებები და აეროპორტის ცუდი აღჭურვილობა.

2015 წლის ბოლოს პოლონეთში ხელისუფლებაში მოსულმა ახალმა ნაციონალურ-კონსერვატიულმა მთავრობამ საგამოძიებო დასკვნები არადამაჯრებელად მიიჩნია.

როგორც ახალი მთავრობის თავდაცვის მინისტრმა ანტონი მაცერევიჩმა განაცხადა, მილერის ხელმძღვანელობით ჩატარებული გამოძიების შედეგად დაიმალა ფაქტები, რომლებიც რუსეთის პასუხისმგებლობაზე მიუთითებდა. შედეგად, 2016 წლის თებერვალში პოლონეთის ხელისუფლებამ სმოლენსკის კატასტროფის გამოძიება განაახლა. ახალმა გამოძიებამ დაადგინა, რომ თვითმფრინავი ჯერ კიდევ ჰაერში, ბორტზე მომხდარი რამდენიმე აფეთქების შედეგად დაიშალა.