სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის საქმეზე დღეს ხუთი მოწმე დაიკითხება
სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის საქმეზე დღეს ხუთი მოწმე დაიკითხება

გორის რაიონულ სასამართლოში სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურის სისხლის სამართლის საქმეზე ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესი გრძელდება.

ხადას ხეობაში მკვლელობის საქმეზე პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის ხუთი მოწმე დაიკითხება. ესენი არიან ექსპერტ-კრიმინალისტები, რომლებმაც ჩაატარეს ბალისტიკური და ქიმიური ექსპერტიზის. ასევე დაიკითხება მაშველი და პოლიციის თანამშრომელი, რომელიც ერთ-ერთი პირველი მივიდა შემთხვევის ადგილზე.

ამასთან, დღეს დასაკითხ მოწმეთა შორის არის სოფელ წკერის მცხოვრები.

ნაფიცმა მსაჯულებმა სმიტების მკვლელობაში ბრალდებულის საქმეზე ვერდიქტი ერთ თვეში უნდა გამოაცხადონ, რადგან 9-თვიანი ვადა 9 აპრილს იწურება.

სმიტების ოჯახის სამი წევრი ხადას ხეობაში 4 ივლისს მოკლეს.

9 ნოემბერს მალხაზ კობაურს პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა. გამოძიების ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნების მიღების შემდეგ, კობაურს ბრალად ედება არა მხოლოდ მამა-შვილი სმიტების მკვლელობა, არამედ ლორა სმიტის გაუპატიურება და დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას უვადო პატიმრობა ემუქრება.