სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება
სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

მცხეთის რაიონულ სასამართლოში სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურის სასამართლო პროცესი გაიმართება. სხდომა 13:00 საათზეა ჩანიშნული.

საქმეზე წინასასამართლო სხდომის თარიღმა გადაიწია, სწორედ ამიტომ, დღეს სხდომაზე კანონით გათვალისწინებულ ვადაში აღკვეთის ღონისძიება უნდა გადასინჯონ.

დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების შეცვლას მოითხოვს.

მალხაზ კობაურს ბრალად ედება განზრახ მკვლელობა, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 16-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

დატოვე კომენტარი