სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაური ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს
სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაური ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს

ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაური ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს. ამის შესახებ მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა.

ადვოკატის ინფორმაციით, შესაბამისი ექსპერტიზა პროკურატურის მოთხოვნით დაინიშნა, რასაც დაცვის მხარეც დაეთანხმა.

კობაური დაწესებულებაში 20 დღეს გაატარებს, რის შემდეგაც სპეციალისტებმა მისი ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ დასკვნა უნდა მოამზადონ. გამოძიებას აინტერესებს, იყო თუ არა შერაცხადი კობაური იმ პერიოდში, რა დროსაც დანაშაულის ჩადენას ედავებიან. ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს, ამ მხრივ პრობლემები არ აქვს.

მალხაზ კობაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.