სმიტების მკვლელობაში ბრალდებული​ს ადვოკატი - ექსპერტიზის ახალი დასკვნა მალხაზ კობაურის უდანაშაულობას ამტკიცებს
სმიტების მკვლელობაში ბრალდებული​ს ადვოკატი - ექსპერტიზის ახალი დასკვნა მალხაზ კობაურის უდანაშაულობას ამტკიცებს

სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურის ადვოკატი ვასილ მამულაშვილი საქმეში ახალ გარემოებაზე საუბრობს, რაც მისი თქმით, კობაურის უდანაშაულობას ამტკიცებს.

ვასილ მამულაშვილის განცხადებით, რამდენიმე დღის წინ დაცვის მხარეს პროკურატურამ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის უახლესი დასკვნა გამოუგზავნა, სადაც წერია, რომ რაიან სმიტის ცხედარზე სამი ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან, ახლო მანძილიდან არის მიყენებული, დაახლოებით ერთი ან 1,5 მეტრიდან, ასევე ცხედარს სიცოცხლეში ჰქონდა გასროლამდე მიყენებული რამდენიმე დაზიანება, რაც სავარაუდოდ ფიზიკური დაპირისპირების შედეგი იყო, რაც, ადვოკატის თქმით, გარკვეულ კითხვებს ბადებს.

როგორც ბრალდებულის ადვოკატი აცხადებს, აღნაგობიდან გამომდინარე მალხაზ კობაური რაიან სმიტის ცემას და მის წაქცევას ვერ მოახერხებდა, რათა შემდეგ მისთვის ახლოდან ესროლა. ბრალდებულის უფლებადამცველის თქმით, ცხედარს ახლო მანძილიდან წელის, შუბლისა და კისრის არეში ესროლეს.

ვასილ მამულაშვილის თქმით, ექსპერტიზის აღნიშნული დასკვნით კიდევ ერთხელ დგინდება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა და როგორც ის აცხადებდა, რაიან სმიტის ცემა და შემდეგ გასროლა უცხო ადამიანებმა განახორციელეს.

ადვოკატი ასევე აცხადებს, რომ მიმდინარე კვირაში მალხაზ კობაურს კიდევ ერთი სასამართლო-სამედიცნო ექსპერტიზა უნდა ჩაუტარდეს, რათა დადგინდეს, შეეძლო თუ არა მას სქესობრივი კონტაქტის დამყარება ლორა სმიტთან, რაც, მისი თქმით, გარკვეულ კითხვებს ბადებს.

დატოვე კომენტარი