სლოვენიის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა რუსეთთან რაიმე სახის დიალოგი უნდა განაახლოს – „ურსულა ფონ დერ ლაიენმა მითხრა, რომ ამ საკითხებზე ევროკავშირში მუშაობენ“

16:11, 26.05.2025

სლოვენიის პრეზიდენტი ნატაშა პირც მუსარი მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა რუსეთთან რაიმე სახის დიალოგი უნდა განაახლოს.

„სულ მცირე, კონკრეტული გუნდის მიერ განხორციელებული „მშვიდი დიპლომატიის“ გზით“, – განაცხადა ნატაშა პირც მუსარმა.

სლოვენიის პრეზიდენტი შეცდომად მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ რუსეთთან კომუნიკაცია შეწყვიტა.

„ევროკავშირის ერთ-ერთი შეცდომა არის ის, რომ ჩვენ შევწყვიტეთ კომუნიკაცია რუსეთთან“, – აღნიშნა პირჩ მუსარმა.

ნატაშა პირც მუსარი მიიჩნევს, რომ ევროპამ ყურადღება უნდა გაამახვილოს აშშ-თან, რუსეთთან და უკრაინასთან მოლაპარაკებებში ჩართვაზე.

პირც მუსარის თქმით, ეს საკითხები ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთანაც გაიარა, მან კი უპასუხა, რომ ამ საკითხებზე ევროკავშირში მუშაობენ.

მსგავსი