სლოვენიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის ვადის გახანგრძლივებას ბევრი ქვეყანა მხარს დაუჭერს
სლოვენიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის ვადის გახანგრძლივებას ბევრი ქვეყანა მხარს დაუჭერს

სლოვენიის პრეზიდენტი ბორუთ პაჰორი აცხადებს, რომ ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის ვადის გახანგრძლივებას ბევრი ქვეყანა მხარს დაუჭერს.

ტელეკომპანია „სქაი ნიუს“-თან ინტერვიუში ბორუთ პაჰორმა აღნიშნა, რომ ევროგაერთიანების არც ერთ წევრს არ სურს პროცესის გართულება და დროის გადავადება ერთ-ერთი ვარიანტი იქნება.

სლოვენიის პრეზიდენტის თქმით, ბრიტანეთმა სიცხადე და კონსენსუსი უნდა აჩვენოს და ევროკავშირს ისეთი გეგმა წარუდგინოს, რომელსაც პარლამენტი მხარს დაუჭერს. ბორუთ პაჰორი ფიქრობს, რომ ე.წ. ბრექსიტის გადავადება კომპრომისს არ გაამარტივებს. მანამდე, ბრიტანეთთან მოლაპარაკებებში ევროკავშირის წარმომადგენელმა, მიშელ ბარნიემ აღნიშნა, რომ ვადის გადადება მიზნად უნდა ისახავდეს ირლანდიის საზღვართან დაკაშირებული ჩიხის დაძლევას.