სლოვენიის პრემიერ-მინისტრი - უეფა მხოლოდ ფულზე ფიქრობს
სლოვენიის პრემიერ-მინისტრი - უეფა მხოლოდ ფულზე ფიქრობს

სლოვენიის პრემიერ-მინისტრმა იანეზ იანშამ აზრი გამოთქვა უეფას გადაწყვეტილებაზე – კორონავირუსის პანდემიის გამოცხადებიდან მხოლოდ ორი დღის შემდეგ შეეწყვიტა ევროთასების გათამაშება.

„გადაწყვეტილება უპასუხისმგებლო და დანაშაულებრივი იყო. ჩეფერინმა დაუშვა მილანში „ატალანტასა“ და „ვალენსიას“ შორის მატჩის ჩატარება, რომელსაც ბიოლოგიური ბომბი უწოდეს. მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის გაფრთხილება ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის შეჩერებაზე არასაკმარისი აღმოჩნდა უეფასთვის. ეს ამტკიცებს, რომ უეფას მხოლოდ ფული ადარდებს,“ – მოჰყავს გაზეთ „სანს“ იანშის სიტყვები.

მერვედფინალი „ატალანტასა“ და „ვალენსიას“ შორის მილანში 19 თებერვალს გაიმართა. რამდენიმე სპეციალისტმა დაასკვნა, რომ ამ მატჩის ჩატარება გახდა კორონავირუსის მასობრივად გავრცელების მიზეზი ლომბარდიასა და იტალიის ჩრდილოეთის სხვა ოლქებში.

უეფამ ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის გათამაშებები 13 მარტს შეაჩერა.