სლოვენიის კალათბურთის ფედერაციის განცხადებით, ლუკა დონჩიჩის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა #1TVSPORT
სლოვენიის კალათბურთის ფედერაციის განცხადებით, ლუკა დონჩიჩის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა #1TVSPORT

სლოვენიის საკალათბურთო ნაკრების სუპერვარსკვლავმა, ლუკა დონჩიჩმა შაბათს ლატვიის წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში ტრავმა მიიღო და მოედნის ნაადრევად დატოვება მოუხდა.

სლოვენიის კალათბურთის ფედერაციის ინფორმაციით, დონჩიჩს სერიოზული დაზიანება არ აღმოაჩნდა და იგი საწვრთნელ პროცესს მალე დაუბრუნდება. „ლეიკერსის“ კალათბურთელი უახლოესი მატჩისთვის მზად იქნება.

დონჩიჩის გუნდი ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ ეტაპზე მორიგ ამხანაგურ შეხვედრას 19 აგვისტოს დიდ ბრიტანეთთან ჩაატარებს.

სლოვენიის ნაკრების ლიდერმა მოსამზადებელ ეტაპზე ორ სპარინგმატჩში მიიღო მონაწილეობა, გერმანიასთან 19 ქულა მოაგროვა, ლატვიის წინააღმდეგ კი მხოლოდ პირველ ტაიმში 26 ქულა ჩააგდო. მიუხედავად ამისა, სლოვენიის ნაკრები ჯერ გამარჯვების გარეშეა.

ევრობასკეტ 2025-ზე სლოვენია D ჯგუფში იასპარეზებს, მისი მეტოქეები ისლანდია, საფრანგეთი, პოლონეთი, ბელგია და ისრაელი იქნებიან.