სლოვენიაში მკაცრი კარანტინი გამოცხადდება
სლოვენიაში მკაცრი კარანტინი გამოცხადდება

სლოვენიაში პირველიდან 12 აპრილამდე მკაცრი კარანტინი გამოცხადდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მთავრობამ ბიზნესს მოუწოდა, რამდენადაც შესაძლებელი იქნება, სამსახურები დისტანციურ რეჟიმზე გადაიყვანონ. ასევე, დისტანციურ რეჟიმზე გადადის სასწავლო პროცესიც. დაიხურება მაღაზიები. იზღუდება ქალაქებს შორის გადაადგილება.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, სლოვენიაში ვირუსის 212 679 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.

ამ დროისთვის სლოვენიაში 12 311 კოვიდინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას.