სლოვენიაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
სლოვენიაში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილი ხანდაზმული მამაკაცია, რომელსაც ქრონიკული დაავადება ჰქონდა.
სლოვენიის ხელისუფლების ცნობით, ქვეყანაში 181 ინფიცირებულია აღრიცხული. სამი პაციენტი მკურნალობას ინტენსიურ განყოფილებაში გადის.
ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყანაში შეწყვეტილია სასწავლო პროცესი. იტალიის საზღვართან კი მგზავრებს სამედიცინო შემოწმება უტარდებათ.