სლოვენიაში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები უახლოეს მომავალში შეიძლება გაამარტივონ

23:58, 07.04.2020
BEOGRAD,03.mart,2020. Institut za Virusologiju i vakcine Torlak. Ispitivanje testovi za korona virus, COVID-19 ,laboratorija ,zdravlje ,grip RAS foto oliver bunic

BEOGRAD,03.mart,2020. Institut za Virusologiju i vakcine Torlak. Ispitivanje testovi za korona virus, COVID-19 ,laboratorija ,zdravlje ,grip RAS foto oliver bunic

სლოვენიამ „კოვიდ-19“ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები უახლოეს მომავალში შეიძლება გაამარტივოს. ინფორმაციას „ალ ჯაზირა“ ავრცელებს.

„სლოვენიამ შეზღუდვები უკვე მომავალი კვირიდან შეიძლება, გაამარტივოს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ არსებული ტენდენცია შენარჩუნდება“, – განაცხადა ქვეყნის პრემიერმა. მისით თქმით, მუშაობას თავდაპირველად ის ქარხნები და კომპანიები განაახლებენ, რომლებიც თანამშრომელთა უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ.

სლოვენიაში „კოვიდ-19“-ის 1 059 შემთხვევაა გამოვლენილი, ვირუსით 36 ადამიანი დაიღუპა.

მსგავსი