სლოვენიაში „დიდი პრიზის“ გათამაშებაზე“, ნინო სალუქვაძესთან ერთად, სხვა ქართველი მსროლელებიც ასპარეზობენ #1TVSPORT
სლოვენიაში მიმდინარე ტყვიის მსროლელთა „დიდი პრიზის“ გათამაშებაში დღეს პნევმატური პისტოლეტიდან ათ მეტრზე სროლაში გოგონები ჩაებნენ.
ჩვენმა ლეგენდარულმა მსროლელმა, ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ნინო სალუქვაძემ, რომელიც მეათე ოლიმპიური თამაშებისთვის ემზადება, საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით დაძლია – ერთ სერიაში 98 ქულა მიითვალა, ჯამში 571 ქულა დააგროვა და 30 მონაწილეს შორის მეხუთე ადგილზე დამკვიდრდა. თუმცა, თანაბარქულიან ბერძენ კრისტინა მოშის მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით დაუთმო მეოთხე საფეხური.
ჩვენი მეორე მსროლელი – ლიზი კილაძე 566 ქულით მე-17 ადგილზეა.