სლოვენიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი, 1 503 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სლოვენიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი, 1 503 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სლოვენიაში „კოვიდ-19“-ის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 503 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო ქვეყანაში 19 :00 საათიდან და დილის ექვს საათამდე კომენდანტის საათი ამოქმედდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სლოვენიაში კორონავირუსის 15 982 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 200 პაციენტი გარდაიცვალა.