სლოვენიას ისტორიაში პირველად ქალი პრეზიდენტი ეყოლება

13:53, 14.11.2022

სლოვენიის ისტორიაში პირველად ქვეყნის ახალი პრეზიდენტი ქალი გახდა.

ნატაშა პირც-მუსარმა არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება შეძლო. მან ამომრჩევლების ხმათა 54 პროცენტი მიიღო.

როგორც გამოცემა „პოლიტიკო“ წერს, ნატაშა პირც-მუსარი ქვეყანაში ცნობილი იურისტია და წარსულში ის აშშ-ის ყოფილი პირველი ლედის, მელანია ტრამპის ადვოკატი იყო.

 

მსგავსი