სლოვენია 15 წლამდე მოზარდებისთვის სოციალური ქსელების გამოყენების აკრძალვას გეგმავს

20:15, 05.02.2026

სლოვენიაში 15 წლამდე მოზარდებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვას გეგმავენ. ამის შესახებ ქვეყნის ვიცე-პრემიერმა, მატეი არკონმა განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში შესაბამისი კანონპროექტი უკვე მზადდება.

ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ განათლების სამინისტრომ ეს ნაბიჯი სხვა ქვეყნების გამოცდილების საფუძველზე გადადგა. არკონის თქმით, ბავშვებისა და მოზარდების დაცვის მიზნით შექმნილი კანონის შემუშავებაში ექსპრეტებიც ჩაერთვებიან.

მსგავსი