„სლოვანის“ ჩეხი ლეგიონერი - ბათუმის „დინამოსთან“ ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ #1TVSPORT
ბათუმის „დინამოსთან“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაპირისპირებამდე ბრატისლავას „სლოვანმა“ შაბათს „ბრნოსთან“ ბოლო საკონტროლო მატჩი (2:2) ჩაატარა. მატჩის და ბათუმელთა მეტოქის ტაქტიკის შესახებ ბრატისლაველების ლეგიონერმა იარომირ ზმრგალმა ისაუბრა.
„სლოვანიდან“ პირველი გოლი კიევის „დინამოდან“ დამატებულმა ერიკ რამირესმა გაიტანა, ხოლო მეორე იარომირ ზმრჰალმა, რომელიც ჩეხეთის ნაკრების ნახევარმცველია, ხოლო 2019-2021 წლებში იტალიურ „ბრეშაში“ თამაშობდა.
„ჩვენ დაცვიდან ვთამაშობდით, „ბრნო“ კი გვიტევდა. ამ დროს ჩვენ მიზნის მიღწევას სწრაფი კონტრშეტევებით ვცდილობდით, რამაც შედეგი გამოიღო. რაც შეეხება ჩემს გოლს, მჯერა, რომ ეს თავდაჯერებას შემმატებს. მსგავსი შანსი მქონდა „პლზენის“ წინააღმდეგ, მაგრამ ვერ გამოვიყენე. მიხარია, რომ ახლა ეს შევძელი და ანგარიშის გათანაბრება მოვახერხეთ“, – თქვა იარომირ ზმრგალმა.
„სლოვანის“ ჩეხმა ნახევარმცველმა კომენტარი ბათუმის „დინამოსთან“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაზე გააკეთა.
„რა თქმა უნდა, კარგია, რომ „ბრნოსთან“ ვითამაშეთ, რადგან ამ შეხვედრამ დაგვანახა, რომ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო და სათანადოდ უნდა მოვემზადოთ ბათუმის „დინამოსთან“ ოთხშაბათის ბრძოლისთვის. ჩვენ ქართველებთან შეხვედრაში ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ და გვჯეროდეს საკუთარი თავის. კარგი იქნება, თუ მეტი გულშემატკივარი მოვა. რა თქმა უნდა, ეს გუნდს ძალიან დაგვეხმარება“, – ამბობს იარომირ ზმრჰალმა.