სლოვაკური ენერგოოპერატორის ცნობით, „გაზპრომი“ აპრილიდან სლოვაკეთში ბუნებრივი აირის მიწოდებას მნიშვნელოვნად გაზრდის
სლოვაკური ენერგოოპერატორის ცნობით, „გაზპრომი“ აპრილიდან სლოვაკეთში ბუნებრივი აირის მიწოდებას მნიშვნელოვნად გაზრდის

„გაზპრომი“ აპრილიდან „თურქული ნაკადის“ საშუალებით სლოვაკეთში ბუნებრივი აირის მიწოდებას მნიშვნელოვნად გაზრდის. „დოიჩე ველეს“ ცნობით, ამის შესახებ სლოვაკური ენერგოოპერატორი Slovensky Plynarensky Priemysel-ი იუწყება.

„გაზპრომმა“ სლოვაკეთისთვის გაზის მიწოდება თებერვლის დასაწყისში განაახლა, აპრილიდან კი მოცულობა რამდენჯერმე გაიზრდება. თუმცა სლოვაკურ ენერგოკომპანიაში არ აზუსტებენ, კონკრეტულად რა მოცულობაზეა საუბარი.

აღსანიშნავია, რომ უკრაინიდან რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტის შემდეგ სლოვაკეთისთვის რუსული გაზის მიწოდება უნგრეთის საშუალებით დაიწყეს, რომელსაც, თავის მხრივ, ბუნებრივი აირი სწორედ „თურქული ნაკადის“ საშუალებით მიეწოდება.