ლუბოშ ბლაჰა – ევროპისთვის ყველაზე დიდი ჰიბრიდული საფრთხე რუსეთი კი არა, კაია კალასია
ქალბატონო კალას, თქვენ ჰიბრიდულ საფრთხეებზე საუბრობთ და ყველაფერი პირიქითაა, თქვენ იარაღდებით, როგორც ჰიტლერის დროს და თქვენი ანტირუსული რიტორიკა ნაცისტების დონეზეა, – ამის შესახებ სლოვაკი ევროპარლამენტარმა, ლუბოშ ბლაჰამ 15 სექტემბერს ევროპარლამენტში გამართული დებატებისას განაცხადა.
მისივე თქმით, გერმანულმა ისებლიშმენტმა ლაიფციგში სადაზვერვო თამაში მოაწყო.
„ევროპისთვის ყველაზე დიდი ჰიბრიდული საფრთხე რუსეთი კი არა, ქალბატონი კალასია, რომელიც აქ არის და რომელსაც ბირთვულ ომში ჩვენი ჩათრევა სურს. და იცით, რას ჰქვია სასოწარკვეთა? როდესაც გერმანული ისტებლიშმენტი არჩევნებში AfD-ს („ალტერნატივა გერმანიისთვის“) დასამარცხებლად ლაიფციგში სადაზვერვო თამაშს აწყობს და რუსეთს ადანაშაულებს. მათ რუსებთან ურთიერთობა მთლიანად გააფუჭეს და არჩევნებიც კი წააგეს. ქალბატონო კალას, თქვენ ჰიბრიდულ საფრთხეებზე საუბრობთ და ყველაფერი პირიქითაა. თქვენ ხართ ის, ვინც წლების განმავლობაში აწარმოებდა სისხლიან ომს რუსეთის წინააღმდეგ. თქვენი იარაღი კლავს რუსებს. თქვენ იარაღდებით, როგორც ჰიტლერის დროს და თქვენი ანტირუსული რიტორიკა ნაცისტების დონეზეა. მწარე სიმართლე ისაა, რომ რუსები ევროკავშირის არცერთი ქვეყანა არ შეჭრილან. თქვენ შეიჭრეთ რუსეთში. თქვენ იყავით ის, ვინც რუსეთის საზღვრებისკენ ფართოვდებოდა. თქვენ ათწლეულების განმავლობაში ცდილობდით რეჟიმის შეცვლას რუსეთში. ახლა კი გეშინიათ, რომ საკუთარი წამლის გემოს გასინჯავთ, როგორც განებივრებული პატარა ბავშვები. თქვენ ომის მგზნებარებით ხართ, ქალბატონო კალას“, – განაცხადა ლუბოშ ბლაჰამ.