სლოვაკეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება
სლოვაკეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება

სლოვაკეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები დილის 08:00 საათზე გაიხსნა. არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება 4,45 მილიონ ადამიანს აქვს.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ორ კანდიდატს შორის მიმდინარეობს – ოპოზიციონერ კანდიდატ, ზუზანა ჩაპუტოვასა და ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტ, მილოშ შეფჩოვიჩს შორის.

ჩაპუტოვამ არჩევნების პირველ ტურში ამომრჩეველთა 40,57% -ის მხარდაჭერა მოიპოვა, შეფჩოვიჩმა – 18,66 %-ის.

ჩაპუტოვა ერთ-ერთია იმ პოლიტიკოსებიდან, ვინც სლოვაკეთში გამართულ მასობრივ ანტიკორუფციულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობდა.