სლოვაკეთში კოვიდშეზღუდვების მოწინააღმდეგეებმა პარლამენტის შესასვლელი ჩახერგეს და შენობას კვერცხები დაუშინეს

18:22, 23.07.2021
OLYMPUS DIGITAL CAMERA

OLYMPUS DIGITAL CAMERA

სლოვაკეთში კოვიდშეზღუდვების მოწინააღმდეგეებმა პარლამენტის შესასვლელი ჩახერგეს და შენობას კვერცხები ესროლეს.

აქციის გამო ადგილზე მობილიზებული იყვნენ პოლიციის დამატებითი ძალები. მათ აქტივისტების წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი გამოიყენეს. შეტაკების დროს დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის, ერთი პოლიციელი.

მედიის ცნობით, აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერებით „გესტაპო“, „შეაჩერეთ კორონაფაშიზმი“.

დემონსტრანტები ეწინააღმდეგებიან კანონპროექტს, რომელიც მიხედვითაც არავაქცინირებულ ადამიანებს საზოგადოების თავშეყრის ადგილებსა და მასობრივ ღონისძიებებზე მისვლას აუკრძალავენ.

სლოვაკეთში, სადაც 5,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ვაქცინაციის პროცესი გაჭიანურდა. 22 ივლისის მონაცემებით, სრულად აცრილია სლოვაკეთის მოქალაქეთა მხოლოდ 34%.

მსგავსი