ანალიტიკური პროექტი „დიფ სთეითი“ – რუსეთმა დონეცკში, კონსტანტინოვსკის რაიონში წინ წაიწია, შეტევა მდინარე კრივოი ტორეცისკენ არის მიმართული
ანალიტიკური პროექტის, დიფ სთეითის“ ინფორმაციით, რუსებმა დონეცკის ოლქის კონსტანტინოვსკის რაიონში წინ წაიწიეს. ანგარიშის მიხედვით, რუსი სამხედროების შეტევის მიმართულება მდინარე კრივოი ტორეცისკენ არის მიმართული.
ქალაქი კოსტიანტინოვკა მნიშვნელოვანი დასაყრდენია უკრაინის თავდაცვის ძალებისთვის დონეცკის ოლქის დაცვაში. დრუჟკოვკა და კრამატორსკი ამ ქალაქის ჩრდილოეთით მდებარეობს. სოფელი ჩერვონე კოსტიანტინოვკის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს და ოკუპირებულია.
ამასთან, რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას დაარტყა, რის შედეგად რვა რეგიონში რამდენიმე მომხმარებელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
უკრაინის მთავრობს წარმომადგენლის თქმით, დაბომბვების შედეგად ელექტროენერგიის გარეშე დარჩა დნეპროპეტროვსკის, ჟიტომირის, ზაპოროჟიეს, კიევის, როვნოს, ხარკოვის, ოდესისა და ჩერნიგოვის ოლქების რამდენიმე ათასი მომხმარებელი.
არტემ ნეკრასოვის მტკიცებით, სიტუაცია ყველაზე კრიტიკული რჩება კიევის, დნეპროპეტროვსკის და ოდესის რეგიონებში. მან ასევე აღნიშნა, რომ ფრონტის ხაზის რეგიონებში ვითარება კვლავ რთული რჩება ბრძოლებისა და მუდმივი დაბომბვის გამო.
უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ ენერგეტიკოსები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ დაზიანებული აპარატურის რაც შეიძლება სწრაფად შესაკეთებლად. თუმცა აღდგენით სამუშაოებს ხელს უშლის ხანგრძლივი საჰაერო თავდასხმის განგაში და შემდგომი თავდასხმების საფრთხე.