სლოვაკეთში ანტისამთავრობო აქცია გაიმართა
სლოვაკეთში ანტისამთავრობო აქცია გაიმართა

სლოვაკეთში ანტისამთავრობო აქცია გაიმართა. ქვეყნის მოქმედი პრემიერის, რობერტ ფიცოს წინააღმდეგ ბრატისლავაში ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა.

აქციის მონაწილეები რობერტ ფიცოსა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრას აპროტესტებდნენ. დემონსტრანტების თქმით, მათ გაღიზიანებას რობერტ ფიცოს პრორუსული პოლიტიკა იწვევს.

ბრატისლავის ცენტრალურ მოედანზე ისმოდა აქციის მონაწილეების შეძახილები: „სირცხვილი, სირცხვილი“ და „კმარა ფიცო“.

ამასთან, დემონსტრანტებმა გააკრიტიკეს რობერტ ფიცოს მთავრობის მიერ წარდგენილი ეკონომიური ზომების გეგმა.