სლოვაკეთში ანტისამთავრობო აქცია გაიმართა. ქვეყნის მოქმედი პრემიერის, რობერტ ფიცოს წინააღმდეგ დემონსტრანტები სლოვაკეთის თითქმის ყველა ქალაქში გამოვიდნენ.
საპროტესტო აქციის ორგანიზატორების თქმით, ანტისამთავრობო დემონსტრაცია 40 ქალაქში და ასევე, ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რამდენიმე ქვეყანაში გაიმართა.
აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ, რომ „სლოვაკეთი ევროპაა“. დემონსტრანტების თქმით, მათ გაღიზიანებას რობერტ ფიცოს პრორუსული პოლიტიკა იწვევს.