სლოვაკეთმა უკრაინასთან ყველა სასაზღვრო გამშვები პუნქტი დროებით დახურა, მოგვიანებით კი კვლავ გახსნა
სლოვაკეთმა უკრაინასთან ყველა სასაზღვრო გამშვები პუნქტი დროებით დახურა, მოგვიანებით კი კვლავ გახსნა

სლოვაკეთმა უკრაინასთან ყველა სასაზღვრო გამშვები პუნქტი დროებით დახურა. აღნიშნული გადაწყვეტილება სლოვაკეთში მას შემდეგ მიიღეს, რაც რუსეთის მიერ გაშვებულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა უკრაინის დასავლეთ ნაწილამდე მიაღწიეს.

გამშვები პუნქტები დაახლოებით ორ საათში კვლავ გაიხსნა. სლოვაკეთის პოლიციის განცხადებით, გამშვები პუნქტები უკრაინის მხრიდანაც დაიხურა.

როგორც მედია წერს, განსაკუთრებით მძიმე ვითარება იმიერკარპატების რეგიონში შეიქმნა. რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, ეს ომის დაწყებიდან ყველაზე მასშტაბური შეტევა იყო. რეგიონში 11 უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა. მათი უმეტესობა საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა, თუმცა ნაწილის სამიზნე კრიტიკული ინფრასტრუქტურა გახდა.