სლოვაკეთმა უკრაინას „ეს-300“-ის ტიპის სარაკეტო სისტემა გადასცა
სლოვაკეთმა უკრაინას „ეს-300“-ის ტიპის სარაკეტო სისტემა გადასცა

სლოვაკეთმა უკრაინას „ეს-300“-ის ტიპის სარაკეტო სისტემა გადასცა. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, ედუარდ ჰეგერმა განაცხადა.

შემიძლია, დავადასტურო, რომ სლოვაკეთმა გადასცა „ეს-300“-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა უკრაინას მისი თავდაცვაში დახმარების თხოვნის საფუძველზე რუსეთის მხრიდან შეიარაღებული აგრესიის გამო“, – აღნიშნა ჰეგერმა, რომელიც დღეს ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან ჯოზეფ ბორელთან და ევროკომისიის პრეზიდენტთან ურსულა ფონ დერ ლაიენთან უკრაინაში იმყოფება.

ნატო-ს წევრ სლოვაკეთს საბჭოთა წარმოების „ეს-300“ სარაკეტო სისტემის ერთ ბატარეა აქვს, რომელიც მან 1993 წელს ჩეხოსლოვაკიის დაშლის შემდეგ მიიღო.

ეს პირველი შემთხვევა, როდესაც უცხოურმა ქვეყანამ 24 თებერვალს რუსეთს ინტერვენციის დაწყებიდან უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემა გაუგზავნა.

ჰეგერის თქმით, სლოვაკეთის საჰაერო თავდაცვა უზრუნველყოფილია. მარტში ნატო-ს წევრმა გერმანიამ და ნიდერლანდებმა სლოვაკეთში „პეტრიოტის“ საჰაერო სისტემის სამი ბატარეა ჩაიტანეს. სლოვაკეთის პრემიერის თქმით, ქვეყანა ნატო-ს მოკავშირეებისგან საჰაერო თავდაცვისთვის დამატებით აღჭურვილობას მიიღებს.