სლოვაკეთმა რუხის კლინიკისთვის 45 ათასი ევრო გამოყო
სლოვაკეთმა რუხის კლინიკისთვის 45 ათასი ევრო გამოყო

სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტრომ გამოყო დამატებითი ფინანსები, საქართველოსთვის, COVID-19- თან წინააღმდეგ ბრძოლაში მხარდასაჭერად. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში სლოვაკეთის საელჩო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, პაველ ვიზდალმა და საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის დირექტორმა, გიორგი ჩოგოვაძემ, ხელი მოაწერეს შეთანხმებას, 45 000 ევროს მიღებაზე SlovakAid-ის ფონდიდან.

დახმარებით შესაძლებელი იქნება სოფელ რუხში (სამეგრელო-ზემო სვანეთის რაიონი) ახლად დაარსებული საავადმყოფოსთვის საჭირო აღჭურვილობის შეძენა.

„უფრო კონკრეტულად, ეს იქნება საანესთეზიო საშუალებები მოზრდილ და პედიატრიულ პაციენტებში, ქირურგიული სანათები, საოპერაციო მაგიდა, დეფიბრილატორი, მოცულობითი ინფუზიური ტუმბო, ვიდეოოლინინგოსკოპი და სხვა სამედიცინო მოწყობილობები. რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო, რომელიც დაარსებულია აკადემიკოს ნ. კუპშიძის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის მიერ, სლოვაკური გრანტის გაცემის შემდეგ შეძლებს გაზარდოს დასახმარებელი რესურსები სხვადასხვა დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის, მათ შორის კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტებისთვის. ამ არაჩვეულებრივი ღვაწლით, რომელიც დაამტკიცა საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრმა ივან კოროჩოკმა, სლოვაკეთის რესპუბლიკა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ, თუნდაც ასეთ საგანგებო სიტუაციებში, ჯერ კიდევ მზად არის უზრუნველყოს რეალური მხარდაჭერა პარტნიორი ქვეყნებისთვის, რომელთა შორის საქართველო მუდმივად ღირსეულ ადგილს დაიკავებს“, – ნათქვამია სლოვაკეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.